უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დაშავებული არავინ არ არის.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს. შსს-ის ცნობით, დამწვარია სახლი, სათავსო და ორი ავტომობილი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დაშავებული არავინ არ არის.

“ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,“ – განაცხადეს შსს-ში.

მკვლელობა ფოკაში გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები: მკვლელობა ფოკაში სახლის დაწვა შსს

მსგავსი თემები