LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოლარმონიასთან მსვლელობა გაიმართა, აქტივისტები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ და რადიკალური ზომებით იმუქრებიან

133
Untitled

მოძრაობის „შემახე ამნისტია” აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია დღეს თბილისში გამართეს. მოძრაობის წევრები მმართველი გუნდისაგან საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღებას მოითხოვენ.

„ჩვენ დედები ისე ვართ გამწარებულები, ვერავინ გაგვაჩერებს. დავიწყებთ უწყვეტ აქციებს პარლამენტთან, სანამ ფართომასშტაბიანი ამნისტია არ მოხდება და ეს ამნისტია უნდა მოხდეს არჩევნებამდე, ბენზინს გადავისხამთ, ვერაფერი გაგვაჩერებს. ახალგაზრდა ბიჭები არიან დაავადმყოფებულები”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქართველომ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, საყოველთაო ამნისტიის აქტი უნდა მიიღოს, რადგან „პანდემიურმა ვითარებამ პატიმრები ოჯახებს კიდევ უფრო დააშორა“.

ანალოგიური მოთხოვნით აქციები უკვე გაიმართა ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. აქტივისტები პატიმრებთან მიმართებით სამართლიანი დამოკიდებულების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუკი ამნისტია არჩევნებამდე არ გამოცხადდა, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები