LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა დაიწყო

124

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა დაიწყოდღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინიში“ „ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების ახალი ტალღის დაწყების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები და კერძო პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც ფონდთან ერთად მონაწილეობდნენ მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების სხვადასხვა პროექტში.

ფონდის  განვლილ საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს ”ნატახტარის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუნეით არათიმ,  ასევე კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა  ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა.

პრესკონფერენციის დროს კომპანიის და ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხდეს იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, რომლებიც ფონდის 5 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩართული იყვნენ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ განხორციელებაში, რაც მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებასა და განათლებას გულისხმობს.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად).  5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები