LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმისა და შინაარსის ჰარმონია მაგიდაზე – ბაზარზე ინოვაციური ჭურჭელი გამოჩნდა, რომელზეც ვეფხისტყაონის ფრაზებს ამოიკითხავთ

1234
1

ვეფხისტყაოსანი ჭურჭელზე – სადღესასწაულო სუფრისთვის სერვიზი შეიქმნა, რომელიც შოთა რუსთაველს მიეძღვნა. პროექტის ავტორი კომპანია “მინიმაა”.

აღსანიშნავია, რომ MINIMA-მ რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ინოვაციური სერვისი Design objects Management დანერგა, ანუ უძრავი ქონების (როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული დანიშნულების) კეთილმოწყობის და შემდგომი განვითარების სერვისი. ეს სერვისი თავის თავში გულისხმობს პროფესიონალურ კონსულტირებას და მართვას, ფინანსური სახსრების რაციონალურ და ეფექტურ ხარჯვაზე, შემდეგი მიმართულებებით: ავეჯი; განათება, დეკორი, აქსესუარები, საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ტელე და აუდიო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული დიზაინის ნივთები, ჭურჭელი, ტექსტილი, ხალიჩები, ფარდები, საკოლექციო ნივთები, ფერწერა, წიგნები, ფოტოხელოვნების ნიმუშები, ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენ გარემოს კეთილმოწყობილს ხდის და თქვენ ინდივიდუალურ იმიჯს უზრუნველყოფს.

როგორც „მინიმაში“ აცხადებენ, Design objects Management სერვისი იმდენად კომფორტული გამოდგა ქართველი მომხმარებლისთვის, რომ ინსპირაციის წყარო გახდა ახალი იდეების განხორციელებისათვის ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებში.

„ერთერთი ასეთი რეალიზებული იდეა და ექსკლუზიური პროექტი გახლავთ ახალი ბრენდი „თქმა-ლანკანი“   –   ფორმის და შინაარსის ჰარმონია მაგიდაზე   –  ევროპული, 8 პერსონიანი სერვირება სადღესასწაულო თუ ყოველდღიური სუფრაზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ადამიანთა თავისუფალი თვითორგანიზაციის ფორმას და რომელზეც „თქმა-ლანკანი“-ს თითოეული ობიექტი კონკრეტული შინაარსის მატარებელია. ხოლო ეს “შინაარსები“ დიამეტრალურად განსხვავებული და რაც მთავარია ნამდვილია, დღევანდელი ფორმით ორგანიზებულ სუფრაზე არსებული სუროგატი ნარატივებისგან.

პირველი ექსკლუზიური კოლექცია მიეძღვნა შოთა რუსთაველს და კონცეპტები ვეფხისტყაოსნიდან დაიპრინტა სერვირების თითოეულ ელემენტზე  –   დაწყებული მთავარი თეფშიდან დამთავრებული სამარილით. ბრენდის სახელწოდებისთვის დავიხმარეთ სულხან-საბას სიტყვის კონა   –  „ლანკანი“ („ესე არს ჭურჭელი ტაბლათა: თეფში, ფეშხუმი, ბარქაში, ლაკანი, ლანკანაკი, ფიალი, ტაშტი და მისთანანი“), რამაც განსხვავებული ჟღერადობა შესძინა სახელს და ამავე დროს ფუნქცია და შინაარსი ერთიანობაში მოიყვანა.

მნიშვნელოვანია ისიც,  რომ კერამიკული ნაწარმი, ჭურჭელი რომელიც იქნა გამოყენებული არის „Rosenthal Bianchi”, რომელიც გახლავთ მრავალი ათწლეულის მანძილზე ღირსეული ტრადიციის მატარებელი ევროპული ბრენდი და Top Quality პროდუქციის მწარმოებელი.

„თქმა-ლანკანი“-ს შემდეგ სერიებში მომხმარებელი იხილავს იმ ქართველი მოაზროვნეების კონცეპტებს, რომლებიც ლიბერალური ღირებულებების მატარებლები არიან და თავიანთი მემკვიდრეობით ქართული კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილად აქციეს.

„თქმა-ლანკანი“ იქნება ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმ ქართულ-ევროპული ფასეულობების დაბრუნებისა, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული შინაარსი და რომლებიც წარმოადგენდა და წარმოადგენს ჩვენი კულტურის შეუქცევად განმავითარებელ ინდივიდუალურ ძალას და გზას თანამედროვე სამყაროში“  –  განაცხადა პროექტის, „თქმა-ლანკანი“-ის როგორც მთავარი იდეის, ასევე ბრენდირების ავტორმა და კომპანია MINIMA-ს დამფუძნებელმა თამთა რაბათელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები