LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორმულას” გენერალურ დირექტორი პროკურატურაში 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა

289
asdasd-5d95053d24ba7

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ის პროკურატურაში დაბარებას “ფორმულას” მაუწყებლობას უკავშირებს. მისი თქმით კითხვები ინტერმედიას საქმეს უკავშირდებოდა.

“კითხვების შინაარსი და თავად ის გარემოება, რომ ჩემი დაკითხვა დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასვლას. რაც შეეხება კითხვებს, კითხვები ეხებოდა იგივე საქმეს, რაზეც წარდგენილი აქვს ბრალი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილს და კახა დამენიას. ჩემი მხრიდან იქნა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

გუმბარიძე გენერალურ პროკურატურაში მისვლას ადვოკატთან ერთად 2 ოქტომბერს, 14 საათზე აპირებს.

ამომწურავად გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი,”- განაცხადა ზურაბ გუმბარიძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში 2 ოქტომბერს გამოიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები