ფილმ „ფორსაჟის“ (Fast & Furious) მე-9 სერიის გადაღებებმა მანგლისში გადაინაცვლა.

ახლა უკვე შეზღუდვების დაწესება, გადაღებების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გახდა საჭირო.

საავტომობილო გზების ინფორმაციით, თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთი ხვალიდან დროებით ჩაიკეტება.

„მონაკვეთი ჩაიკეტება 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

“ფორ­სა­ჟის” გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და ერთ თვეს გრძელდება. გეგმის მიხედვით, გადაღებები 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. 

ფილმში თბი­ლი­სი მა­სი­ურ სარ­ბო­ლო სცე­ნის ად­გი­ლად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამისთვის აგვისტოდან მოყოლებული, თბილისსა და რუსთავში სხვადასხვა ქუჩები იყო გადაკეტილი.

ფილ­მს პროგ­რა­მის „გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში იღე­ბენ. ფილ­მის პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტი 31 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ამას და­ხარ­ჯავს ფილ­მი და სა­ხელ­მწი­ფო თან­ხი­დან აუ­ნა­ზღა­უ­რებს 25%-ს, ე.წ “ქე­შ­ბექს”.

სა­ქარ­თვე­ლო ფილ­მის ბოლო ათ წუთში გამოჩნდება. “ფორ­სა­ჟი 9” მსოფ­ლიო კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე 2020 წელს გა­მო­ვა.

ფოტო: ანა ჭუმბურიძე
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები