LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორსაჟის გადაღების გამო რუსთაველზე მოძრაობა შეიზღუდება

514
BeFunky-collage

ფორსაჟის გადაღების გამო,  26 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

26 აგვისტოს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე. ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი, ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

რუსთაველის მეტროდან მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლებათ ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე და მოძრაობას განაგრძობენ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც მოხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

„ფორსაჟი 9“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე.​

"ფორსაჟის" გადამღები ჯგუფი რუსთავის ავტოდრომზე [ფოტო]

"გადარეულან ამ პატარა ქვეყანას რა ავტოდრომი გქონიათო"

გადაღებების გამო, პერიოდულად გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ფორსაჟის გადაღების გამო, ახალი ქუჩები გადაიკეტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები