LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა“ საერთაშორისო ჯილდოს – „წლის ლიდერის“ მფლობელი გახდა

212
210619899-4135913603110623-7013523865163668045-n

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია – კერძოდ, ის შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ მფლობელი გახდა.

ცნობისთვის, 2 ივლისს, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“ გაიმართა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეო ცერემონია, ერთადერთი საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ტარდება საქართველოში.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო leader of the Year ოცდაათ ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ბიზნესრეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან.

ბიზნესრეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან  ბიზნესკომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”, რომელიც დაპატენტებულია საერთაშორისო ორგანიზაცია WIPO-ს მიერ.

2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო “ადამიანი–ისტორია Person-history”: წელს გადაეცა ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს .

საპატიო ჯილდო bests of Georgia გადაეცათ: ზვიად ციკოლიას, ნიკოლოზ რაჭველს რუსა მორჩილაძეს, ნიკოლოზ წულუკიძეს.

დაჯილდოებული კომპანიების სია ასეთია: ემ დი ელ ედვაისერს, ჯიემპი, ელთ ბილდინგი, არ ემ ჯი, ერთი, იმპექსფარმი, სალუდა, რეალი, ელ ინდასტრი ჯორჯია, ახალი ხედვა, ბაკურიანი ინნ, იმპოსტი, ირმა სილვერი, სკოლა მერმისი, გარდაბნის საგზაო სამმართველო, კვანტალიანის სისხლის ბანკი, რადიოჰოლდინგი ფორტუნა, სასტუმრო მუზეუმი, მაიამედი, შოურუმი, თერმოცენტრი, მეგაპოლისი, გრინ თაიმი, სასტუმრო ემოცია, ჰერბია, ჯიოსი, არქ ტური, გარდაბნის თბოსადგური, გადაცემა ,,სამიედო რეკომენდაცია“ პოსტ ალიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები