LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 55 წლის მონიკა ბელუჩი „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე

390
monicabellucnews9920

რამდენიმე დღის წინ ფლორენციაში, ვილა ბარდინიში „დოლჩე და გაბანას“ ჩვენება გაიმართა. იტალიურმა დუეტმა მე-16 საუკუნის ისტორია დეკორაციებით, ყვავილებით, ულამაზესი ქსოვილებითა და მუსიკით გააცოცხლა. წელს ჩვენებაზე ქართველი მოდელი თათია ახალაიაც გამოდიოდა.

საპატიო სტუმრებს შორის კი იყო „დოლჩე და გაბანას“ ამბასადორი, ლეგენდარული მონიკა ბელუჩი. 55 წლის კინოვარსკვლავი ბრენდის შავი ფერის კაბაში იყო გამოწყობილი. ასევე ჩვენებაზე იმყოფებოდა პრინცესა დაიანას ძმისშვილი, ლეიდი კიტი სპენსერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები