LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ასე გამოიყურებოდა შერონ სთოუნი კარიერის დასაწყისში

208
sharonstonenewsjune

62 წლის შერონ სთოუნმა „ინსტაგრამზე“ ძველი ფოტო გამოაქვეყნა. შავ-თეთრი ფოტო სამსახიობო კარიერის საწყის ეტაპზეა გადაღებული და აქ მსახიობს პრაქტიკულად ვერ იცნობთ. შერონს შავი თმა აქვს, ვარცხნილობა რადიკალურად განსხვავებულია დღევანდელისგან და მას სათვალე უკეთია. ეს ფოტო მაშინაა გადაღებული, როდესაც ის სინჯებს გადიოდა მიუზიკლისთვის „მუსიკის ჰანგები“.

ფოტოს მალევე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა აღნიშნა, რომ მსახიობი ძალიან შეცვლილია. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ შერონი მუდამ მომხიბვლელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები