LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბათუმში სახლი პირდაპირ ტროტუარზე ააშენეს – “სადაა ბათუმის მერია?“

704
newshouseinbatumi

სოციალურ ქსელში უამრავი მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ ბათუმში, კერძოდ, მარუხის ქუჩაზე, ახალი სახლი პირდაპირ ტროტუარზე ააშენეს. “სადაა ნებართვის გამცემი? რას უყურებს ბათუმის მერია?“, კითხულობს ფოტოს ავტორი.

თავიდან ბევრ მნახველს ეს ფოტო ფოტოშოპი ეგონა. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ის ნამდვილია და კორპუსი ზედ ტროტუარზეა აშენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები