ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია საზაფხულო თეატრის როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის სარემონტო სამუშაოები.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია სცენის იატაკის მოპირკეთება, ადმინისტრაციისა და შემოქმედებითი ჯგუფების ოთახების სამღებრო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, თეატრს შეემატება ახალი გახმოვანების და განათების სისტემა.

ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისთვის 375 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

Ad desktop banner Ad mobile banner

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები