LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბავშვები შოვში სტიქიის შემდეგ

484
3333

რაჭაში სტიქიის შემდეგ გამოიდარა. ბავშვებმა კი ბუნებრივი კატასტროფის შედეგად წარმოქმნილ ღრმულში აუზი მოაწყვეს.

ფოტოს ნინა კობახიძე ავრცელებს და ამბობს, რომ მთავარია სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყვა. ახლა ყველაფერი კარგადაა და ვინც აპირებდა, რაჭის მონახულებას, სტიქიის გამო არ უნდა გადადოს.

 

 

სტიქია რაჭაში –  28 ივლისს სოფელ ღებში მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. [ვიდეო]

ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა რაჭის რეგიონი სერიოზულად დააზარალა, ჩაიხერგა გზები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხერხდა.

დაზიანებული გზების აღდგენას 1 თვე დასჭირდება, მანამდე მოსახლეობა პროდუქტით მომარაგდება – გახარია რაჭის სტიქიაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები