LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ცნობილი კერძო სახლი ორთაჭალაში, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო მოედანი აქვს – ისევ იყიდება

908
272527358-1297021310773074-3230215978388129431-n

1 წელზე მეტი ხანია, რაც ორთაჭალაში კერძო სახლი 4 მლნ დოლარად იყიდება. გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას ისევ ვებგვერდი SS.GE ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, კერძო სახლის ფართი 1430m²-ს შეადგენს, აქედან ეზოს ფართობი 886m²-ია. სახლი მოიცავს 7 ოთახს, მათ შორის: 5 საძინებელია. კერძო სახლს აქვს:  ცენტრალური გათბობა, აუზი, გარაჟი, აივანი, სარდაფი, სათავსო, ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი. „

იყიდება, ან ქირავდება თანამედროვე რემონტით, 4 ადგილიანი ავტოფარეხით, ლიფტით, აუზით, ულამაზესი ხედებით, საკუთარი ფეხბურთის მოედნით, საბილიარდოთი, ფიტნესით, უზარმაზარი ტერასებითა და ეზოებით“, – წერია უძრავი ქონების აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ ორთაჭალაში მდებარე კერძო სახლის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია SS.GE -ზე რამდენჯერმე გამოქვეყნდა. პირველად ეს ინფორმაცია 2021 წლის იანვარში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები