LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დედოფალი და ქეით მიდლტონი ერთნაირ პალტოებში გამოჩნდნენ

783
midlton2012

ბრიტანეთში ერთა თანამეგობრობის დღე აღნიშნეს, რომელიც სპეციალური ღონისძიებით დასრულდა. როგორც წესი, ამ დღეს სამეფო ოჯახი დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სრული შემადგენლობით გამოდის. ამჯერად დედოფალი, რომელიც კარანტინში იმყოფება, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის შავი ფერის პალტოში იყო გამოწყობილი, ყვავილის ფორმის ბროშით კი ამ დღის გმირებს სიმბოლურად მიაგო პატივი.

ღონისძიებას ასევე დაესწრო ქეით მიდლტონი, რომლის ჩაცმის სტილი ერთი ერთში ჰგავდა დედოფლისას. ისიც შავ პალტოში იყო გამოწყობილი. მასაც ელისაბედივით შავი შლაპა ეხურა და მის პალტოსაც ბროში ამშვენებდა. დედოფალსაც და ქეითსაც შავი პირბადეები ეკეთათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები