LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დუბაიში შიშველი ფოტოების გადაღებისთვის ტურისტები დააპატიმრეს

113
dubai205

დუბაის პოლიციამ ტურისტ ქალთა ჯგუფი სასტუმროს აივანზე ფოტოების შიშვლად გადაღების გამო დააპატიმრა. სასტუმროს ნომრის აივანზე შიშველ მდგომარეობაში 12 ქალი პოზირებდა. აღნიშნულის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში შაბათს გავრცელდა.

როგორც ირკვევა, 12 ქალიდან 11 უკრაინის, ხოლო 1 რუსეთის მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია მედიას უკრაინის ადგილობრივმა საკონსულომაც დაუდასტურა.

ტურისტებს ბრალად საზოგადოების გარყვნა ედებათ, რაც  ადგილობრივი კანონმდებლობით პატიმრობით და ჯარიმით ისჯება. უფრო კონკრეტულად, სასჯელი 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთას და 5000 დირჰამის (981 ფუნტი სტერლინგი) ოდენობით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონმდებლობაში არაერთი კანონი ემყარება შარიათს, შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოები ტურისტებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი, ვინც აქვეყნებს პორნოგრაფიულ მასალას ან მასალებს, რომლებიც “შეიძლება ზიანს აყენებდეს საზოგადოებრივ ზნეობას”, სათანადოდ დაისჯება.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ასეთი მიუღებელი ქცევა ეწინააღმდეგება საამირო საზოგადოების ღირებულებებსა და ეთიკას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობს ან მის ტერიტორიაზე იმყოფება, უნდა დაემორჩილოს ადგილობრივ კანონებს და ტურისტებისთვის გამონაკლისები არ დაიშვება. ”,

აღსანიშნავია, რომ დუბაიში ტურისტების დაკავების ფაქტები აქამდეც დაფიქსირებულა. 2017 წელს ბრიტანელ ქალს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმ კაცთან სქესობრივი კავშირისთვის, რომელზეც არ იყო დაქორწინებული. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ქალმა სამართალდამცავებს მამაკაცის მიერ გამოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო მიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები