LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გაიცანით 18 წლის ევა, რომელმაც ლეგენდარულ ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელი წლები გაულამაზა

112617
page

ფრანგული კინემატოგრაფის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მას 80-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

80 წლის ბიჭები – ჟან-პოლ ბელმონდოსა და ალენ დელონის ემოციური ფოტოსესია

მრავალრიცხოვანი რომანების მიუხედავად, ლეგენდარული მსახიობი სულ ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ოთხი შვილი ჰყავს, ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი, მათგან პატრისია ბელმონდო 1994 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბელმონდო და ელოდი კონსტანტინი (1952–1968)

ბელმონდო და ნატი თარდივალი (2002–2008)

 

ბელმონდო პირად ცხოვრებას დიდ აფიშირებას არასდროს უკეთებდა. სწორედ ამიტომ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მისი 18 წლის ქალიშვილის, სტელა ბელმონდოს შესახებ შეიტყვეს, ის ჟან-პოლისა და მომღერლის, ნატი თარდივალის ქალიშვილია.

სტელა ევა ანჯელინა ბელმონდო საოცრად ლამაზი გოგონაა, ინტერნეტსივრცეში მამასთან გადაღებული ბევრი ფოტო არ მოიპოვება, თუმცა, ფაქტია ბელმონდოს უკანასკნელ წლებში გოგონას მის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და ლეგენდარულ მსახიობს უკანასკნელ წლებს ულამაზებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები