LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გაიცანით, შარლ მიშელის რჩეული – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაოჯახდა

85
შარლიი

შარლ მიშელი, რომელიც პირადად და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მცდელობაში, დაოჯახდა.

გამოცემა „პოლიტიკოს“ თანახმად, ევროპის პირველი ლედი 40 წლის ბელგიელი ამელი დერბუდრენგიენ მიშელი გახდა.

წყვილის ურთიერთობის ოფიციალური სტატუსი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ამელმ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებს ერთ-ერთი გამოფენის მოსაწვევები გაუგზავნა.

”ქალბატონი ამელი დერბუდრენგიენ მიშელი სიამოვნებით იწვევს ევროპის საბჭოში მონაწილე სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურის მეუღლეებს, მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში 21 ოქტომბერს”, -ნათქვამია მოწვევში.

წყვილი, რომელსაც 2 შვილი ჰყავს, დაქორწინებას გასულ წელს გეგმავდა, მათ წვეულების გამართვა სურდათ საფრანგეთში, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, იძულებულები გახდნენ, გადაედოთ.

ცნობისთვის, მიშელს წინა ურთიერთობიდან ვაჟიშვილი ჰყავს.

შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ის 2019 წლის ივლისში აირჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები