LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კოვიდის მიერ დაშორებული ცოლ-ქმრის ემოციური შეხვედრა 8 თვის შემდეგ

99
oldpeople

89 წლის მერი და გორდონ დევისები, რომლებიც კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოხუცებულთა სხვადასხვა სახლში იმყოფებოდნენ, რვათვიანი პაუზის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. წყვილისათვის რვათვიანი განშორება ძნელი გადასატანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ისინი 68 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. საყვარელი მოხუცების ვიდეომ, რომელიც მათ შეხვედრას ასახავს, ინტერნეტი მალევე დაიპყრო.

დევისების შეხვედრის ამსახველი ვიდეო მოხუცებულთა სახლმა თავის ვებ-გვერდზე ატვირთა, თუმცა ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. „აი, ასეთია ნამდვილი სიყვარული“ – აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სოცქსელების მომხმარებლები, რომლებმაც დევისების წყვილს უამრავი თბილი სიტყვა მიუძღვნეს.

89 წლის მერიმ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილთან“ კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, გასული რვა თვის განმავლობაში ძალიან უჭირდა, რადგან გორდონის ნახვის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე ძალიან ბედნიერია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები