LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე იყიდება

267
page

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება. ისტორიული სახლი, რომელიც ამჟამად ლონდონელ იურისტს ეკუთვნის, უძრავი ქონების ერთ-ერთმა სააგენტომ აუქციონზე გაიტანა. სახლის ამჟამინდელ მფლობელს ბრიტანეთის დატოვება და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა სურს.

სახლი, რომელსაც ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლს უწოდებენ, სიგანეში მხოლოდ  1.7 მეტრია, მისი საერთო ფართობი კი 96 კვადრატული მეტრია. შენობა, რომელშიც ადრე ქუდების მაღაზია იყო, დღესდღეობით თანამედროვე 5 სართულიანი სახლია, რომელიც წარსულში ცნობილ ფოტოგრაფს იურგენ ტელერს, მოგვიანებით კი მსახიობ საიმონ ვუდს ეკუთვნოდა.

სახლში ორი საძინებელი, ორი დიდი მისაღები ოთახი, ორი საპირფარეშო, სამზარეულო, ღია ტერასა და ბაღია. მისი საწყისი ფასი 1.2 მილიონ აშშ დოლარს (950 000 გირვანქას) შეადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები