LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მონაკოში ქართველებმა პირველი საჭადრაკო დაჯილდოება გამართეს

588
rachveli-focxishvili-news2323443434

მონაკოში, პირველად, ევროპის საჭადრაკო დაჯილდოება დაარსდა და ამ საქმის სათავეში ქართველები არიან. ზურაბ აზმაიფარაშვილის იდეით, თეა ყიფშიძემ, ბასა ფოცხიშვილმა, ნიკოლოზ რაჭველმა, მონაწილეობა მიიღეს პირველი The European Golden Pawn („ევროპული ოქროს პაიკი“)-ის გამართვაში.

ღონისძიების ორგანიზაციული საკითხები სწორედ თეა ყიფშიძემ აიღო საკუთარ თავზე, რეჟისურა ბასა ფოცხიშვილს ეკუთვნის, ხოლო ჰიმნი დაჯილდოების ცერემონიისთვის ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა.

როგორც თეა ყიფშიძე წერს:

The European Golden Pawn!

When dreams become the true…

ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამასაც თუ მოვახერხებდით :)))) ევროპის საჭადრაკო დაჯილდოვება დავაარსეთ და „ევროპის ოქროს პაიკის“ პირველი ცერემონიალიც მონაკოში გავმართეთ!

ასეა ეს!“

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის ნაწილი იყო ჩართული გასულ წელს „ბლექ სი არენაზე“ გამართული 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ორგანიზებაშიც, რომელიც საერთაშორისო პრესამ შეაფასა, როგორც საუკეთესო გახსნის ცერემონია საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები