LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ცეცხლი წაუკიდეს

179
kjdhklfsd

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთე-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში დილის ექვს საათზე, მაშინ, როდესაც იქ არავინ იმყოფებოდა, ქვებით მინა ჩაამსხვრიეს და ხანძარი გააჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს: “როგორც გავიგეთ, ქვებით ჯერ ფანჯრები ჩაამტვრიეს. შემდეგ, ბენზინით სავსე, ნაჭერზე ცეცხლწაკიდებული ბოთლები ჩაყარეს. ამ ეტაპზე მოტივი უცნობია”.

ფართის მეპატრონე აღნიშნავს, რომ მას მტრები არ ჰყავდა და მოტივი სავარაუდოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები