LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნიუ-იორკის ერთ-ერთ უმაღლეს ცათამბჯენზე მინის ლიფტი დაამონტაჟეს

310
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-210513153656-rendering-of-summit-one-vanderbilt-levitation-ledges

ალბათ საინტერესო იქნება ნიუ-იორკის ხედებით ტკბობა ქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს ცათამბჯენზე დამონტაჟებული შუშის ლიფტიდან. იღბლიან მსურველებს ამ შეგრძნების გამოცდა მალე შეეძლებათ, რადგან „დიდი ვაშლის“ ერთ-ერთ გამორჩეულ ცათამბჯენ Summit One Vanderbilt-ის გარე ფასადზე შუშის ლიფტის მონტაჟის პროცესი თითქმის დასრულებულია.

მედისონ ავენიუზე მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული ცათამბჯენის გარე ფასადზე დამონტაჟებული ლიფტი მსურველების მიღებას რამდენიმე თვეში შეძლებს. კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად შუშისგანაა აწყობილი, მსურველებს 370 მეტრის სიმაღლეზე აიყვანს, საიდანაც მათ თვალწინ ნიუ-იორკის თვალწარმტაცი ხედები გადაეშლებათ.

უფრო გამბედავ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ადამიანებს შეეძლებათ ისარგებლონ „ლევიტაციის“ სერვისით და მედისონ ავენიუს თავზე მოძრავი შუშის ყუთით გაისეირნონ, რომელიც 1063 ფუნტის სიმაღლეზე იმოძრავებს.

ორივე ატრაქციონი 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები