LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ფუნთუშები გამოცხვეს

185
midltonhurry92016

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ბრიკ-ლეინის ქუჩაზე მდებარე საკონდიტროს ესტუმრნენ. ეს ვიზიტი დაუგეგმავი იყო, ამდენად კაფეს მესვეურებისთვის სიურპრიზი გამოდგა. მეუღლეებმა არა მარტო დააგემოვნეს ტკბილეული, არამედ თავად აქტიურად მიიღეს მონაწილება საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაში. უილიამმა და ქეითმა ფუნთუშები ერთად გამოაცხვეს. ფოტოები სამეფო ოჯახმა სოციალურ ქსელში განათავსა.

უილიამმა და ქეითმა საკონდიტროს ხელმძღვანელთან პანდემიის დროს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ასეთ დროს ბიზნესის მართვა განსაკუთრებულად რთულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები