LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქართველმა ფერმერმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელში ყვავილები გააშენა

411
ipiccy-image

პროექტი USAID/Zrda საზოგადოებას საკუთარ ბენეფიციარს – ჯამბულ ეხვაიას აცნობს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში ბიომეურნეობას ეწევა.

როგორც USAID/Zrda იუწყება, ჯამბულ ეხვაიას კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გეგმები შეეცვალა, თუმცა ოპტიმიზმი არ დაუკარგავს, 240 კვ. კმ. სასათბურში, სადაც ადრე ბიოლოგიურად სუფთა კიტრი და პომიდორი მოჰყავდა, ახლა დეკორატიული მცენარეების გახარებაზე გადავიდა, დაამყარა კონტაქტი პოლონეთთან და სულ მალე იქედან ეგზოტიკური მცენარეების ნერგებს ელის.

„ულამაზესი ყვავილების გარდა, სათბურში თეთრი მარწყვის ჩითილებიც გამომყავს და წლევანდელ მოსავალს დიდი იმედებით ვუყურებ,“ – ამბობს USAID/Zrda-ს ბენეფიციარი ჯამბულ ეხვაია სამეგრელოდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები