LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორი იქნება თვითმფრინავის სალონი მომავალში

783
newsaipseatsss

კორონავირუსი ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და ცვლილებები შეეხება მოგზაურობასაც. იმისათვის რომ ფრენა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს – სპეციალისტებმა მომავალის სალონის დიზაინი წარადგინეს.

პანდემიის შემდგომი თვითმფრინავის ინტერიერი კომპანია Avionteriors–მა შექმნა. ეს სწორედ ის კომპანიაა, წარსულში ფეხზე დასადგომი სავარძლების იდეა რომ ქონდა. ახალი პროექტის მიხედვით კი სავარძლები ერთმანეთისგან პლასტმასის ფირფიტებით გამოიყოფა, რაც მგზავრებს კომუნიკაციის საშუალებას არ მისცემს და შესაბამისად ვირუსის გავრცელების რისკიც შემცირდება.

ჰიგიენური ეკრანების დამონტაჟება თანამედროვე ეკონომკლასის სავარძლებზეცაა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში ყოველი ფრენის შემდეგ ავიაკომპანიას ამ ეკრანების კარგად გარეცხვა მოუწევს, რამეთუ COVID–19–ის ბაქტერია პლასტმასზე რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხლობს.

ფირფიტები ეს ყველაფერი არაა და პროექტის ავტორებს შუა სავარძლის საპირისპირო მხარეს მიტრიალებაც სურთ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მგზავრი უკან მსხდომების პირისპირ აღმოჩნდება და ვირუსის გავრცელების რისკი მოიმატებს.

~

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები