LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რუსეთში ლურჯი ძაღლები გამოჩნდნენ

220
bludogs

რუსეთის ქალაქ ძერჟინკის მცხოვრებლები ძალიან გაოცდნენ, როდესაც ქალაქში კაშკაშა ლურჯი ფერის ძაღლები შენიშნეს. თავიდან მათ ეს ბოროტი ხუმრობა ეგონათ, თუმცა  მალევე მიხვდნენ, რომ ამაში „დამნაშავე“ ქალაქის  ერთ-ერთი მიტოვებული ქარხანაა, სადაც უპატრონო ძაღლები ზამთრის სუსხიან ღამეებს ათევენ.

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ივარაუდეს, რომ ქარხანაში ჯერ კიდევ შემორჩენილი იქნებოდა მავნე ქიმიკატები, რომლებიც გარემოსათვის სახიფათოა და მართლებიც გამოდგნენ.

აღმოჩნდა, რომ ძაღლებს მკვეთრი ლურჯი შეფერილობა სპილენძის სულფატმა მისცა. ბუნებრივია, ეს ნივთიერება უვნებელი არც ცხოველებისთვის არის, ამიტომ ლურჯი ძაღლები ვეტერინარულ კლინიკებში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ორ მათგანს პატრონიც გამოუჩნდა და შეიძლება ლურჯი მათ იღბლიან ფერად მივიჩნიოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები