LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საბადურის ტყეში ჯადოსნური ქარავანი გამოჩნდა, სადაც დასვენებას შეძლებთ

871
125459262-139200234610488-3172846366124679150-o (1)

„ალბათ ბევრს ჰქონია გრძნობა, როცა ულამაზესი საბადურის ტყის რამდენიმე საათით სტუმრობა საკმარისი არ არის, მისი სილამაზით დასატკბობად. სწორედ ამიტომ, სულ მალე, შესაძლებლობა გექნებათ ბოლომდე შეიგრძნოთ აქაურობის ხიბლი და გაატაროთ დაუვიწყარი დრო ჩვენს თბილ, მყუდრო და ტყეში ჩაფლულ ქარავანში“, – ამის შესახებ ნიკო წივილაშვილი აცხადებს, რომელიც საბადურის ტყის ბანაკის შემქნელია.

არსებული ინფორმაციით, ქარავანი პირველი დამსვენებლების მიღებას 25 ნოემბრიდან დაიწყებს. ის გათვლილია 2 ადამიანზე. ერთი დღე/ღამის ღირებულება 70 ლარს შეადგენს.

კომუნიკაციები: სახლში არის მუდმივი ელექტროენერგია, ელექტრო გამათბობელი, ცივი წყალი ონკანებში, გაზქურა.

ტრანსპორტირება: თბილისიდან  ქარავანი მდებარეობს 40კმ.- ში. სოფ. ღულელებიდან (თიანეთის რ-ონი) 500 მ – ში.

ავეჯი: სახლში დაგხვდებათ ორსაწოლიანი ლოგინი. მაგიდა ორი სკამით მისაღებში, ელექტრო გამათბობელი, სამზარეულო, გაზქურა, ონკანი, საპირფარეშო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები