LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სანდრა ბალოკი საშინაო ფეხსაცმლით ვანკუვერის ქუჩებში

327
sandrabuclkok20109

სანდრა ბალოკი ამჯერად ვანკუვერში იმყოფება, სადაც ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ეს იქნება პირველი პროექტი ხანმოკლე პაუზის შემდეგ.

გადაღებებს შორის მსახიობის დაფიქსირება პაპარაცებმა მოახერხეს, ოსკაროსანი მსახიობი უცნაურ ფორმაში იყო გამოწყობილი. მას ყავისფერი მაისური, თეთრი შარვალი და ყავისფერი საშინაო ფეხსაცმელი ეცვა. საინტერესოა დამცავი ფარიც, რომელიც სანდრას ყელსაბამზე ჰქონდა მიმაგრებული.

რაც შეეხება ახალ ფილმს, მისი სახელწოდება უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ის 2009 წელს გადაღებული ბრიტანული მინისერიალის ,,უპატიებელი” მიხედვით შეიქმნება. სანდრა რუტ სლეიტერის როლს ასრულებს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გაუჩინარებულ დას ეძებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები