LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო შიგნიდან: 11 მდიდრული სახლი, რომლებშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები ცხოვრობენ

1540
bgOdxe

ჰოლივუდის ვარსკვლავებს რამდენი ფული აქვთ, მარტო მაგის დათვლას მოვანდომებთ კვირებს და თვეებს. შესაბამისად, მაგარი სახლებიც აქვთ და ზოგადად ეს ის ხალხია, რომლებთაც ალბათ ყველა შენატრის. შევიხედოთ მათ სახლებში და შიგნიდან ვნახოთ როგორ ცხოვრობენ.

 

ბრიუს უილისის საცხოვრებელი ესპანურ სტილშია მოწყობილი.

 

ამ სახლში წელიწადნახევარი ცხოვრობდნენ ჯენიფერ ენისტონი და ახლა უკვე ყოფილი ქმარი ჯასტინ ტერუ.

 

ასპენში მდებარე ამ სახლში, რომელიც მთებს გაყურებს, 26-ე დაბადების დღე გადაიხადა რიანამ.

 

ჰავაის კუნძულების ამ სახლში დასვენება უყვართ ბიონსეს და ჯეი ზის.

 

სელინ დიონის სახლი ფლორიდაშია, თან არა მარტო სამი აუზი აქვს, არამედ მინი აკვაპარკიც.

 

მარკ უოლბერგის სახლი ბევერლი ჰილზე – ორსართულიანი სატრენაჟორო დარბაზით, სადაც უოლბერგი ვარჯიშობდა ფილმისთვის „მებრძოლი“.

 

ვილა ფიონა ლოს ანჯელესში მდებარეობს, სადაც სხვადასხვა დროს უცხოვრიათ ბლეიკ შელტონს და მირანდა ლამბერს, ადამ ლევინს, ჰაიდი კლუმს. დეკორით დაკავებული იყო ფლორენციელი მხატვარი ანტონო დატელისი, რომელიც ვატიკანის მოხატვაზე მუშაობდა.

 

აი ასეთი მყურო ტერასით გამორჩევა ჯოდი ფოსტერის სახლი, სადაც მსახიობი 1997 წლიდან ცხოვრობს.

 

ეკოლოგიური რანჩო მდინარე პეკოსის სანაპიროზე ჯეინ ფონდას ეკუთვნის.

 

ასეთი უჩვეულო ინტერიერით გამორჩევა ივანა ტრამპის სახლი, დიახ თვით იმ დონალდ ტრამპის პირველი მეუღლის.

 

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტბის სანაპიროზე განმარტოებით ტკბება სტივენ სიგალი.