LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სტივ ჯობსის ქვრივი 110 მილიონ დოლარად შეფასებული იახტით ფრანგულ რივიერაზე ისვენებს

548
lrnjobs

ლორენ პაუელ ჯობსი, Apple-ის დამაარსებლის ქვრივი, საფრანგეთში შეამჩნიეს. ქალბატონი 110 მილიონ დოლარად შეფასებული იახტით კანის სანაპიროსთან იყო გაჩერებული.

56 წლის ბიზნესვუმენი შავ საცურაო კოსტუმში იყო გამოწყობილი და მზის სხივებს მეგობრებთან ერთად ეფიცხებოდა.

ლორენის შვებულება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან დააანონსა რომ ჯო ბაიდენის პარტიას უჭერს მხარს და დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს.

იახტაზე ცოტა ხანში პაუელის და ჯობსის ქალიშვილი ივიც გამოჩნდა და დედას მეგობრებთან ერთად შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილს სამი შვილი დარჩა. ჯობსის გარდაცვალების შემდეგ მისი ქვრივი 50 ყველაზე შეძლებული ადამიანის სიაში მოხვდა. მისი ქონება 18,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. გარდა მდიდრული იახტისა, მას ორი პირადი თვითმფრინავი და 4 უზარმაზარი სახლი აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები