LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თბილისში ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის 9 მილიონად სახლი იყიდება

582
228829800-352835249642241-1859159763495319197-n

თბილისში, მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის კერძო სახლი იყიდება, რომლის ღირებულებაც ღირებულება 9 359 000 ლარს (3 000 000 აშშ დოლარი) შეადგენს. სახლის ფართობი 750 კვ.მ-ია და ის დიღომში მდებარეობს.

„ახალაშენებული კერძო სახლი მდებარეობს თბილისის დიპლომატიურ უბანში, დიღომი 7-ში. 750 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოიცავს 5 საძინებელს, კაბინეტს, 5 სველ წერტილს , 2 „მასტერბედრუმს“, დიდ მისაღებ ოთახს, სამზარეულო სასადილოს, სატრენაჟორო, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს. ასევე, მარანს. სახლს გააჩნია 2000 კვ.მ ეზო, გამწვანებული, საბავშვო გასართობი სივრცეებით, ავტოფარეხი 5 ავტომობილზე, შიდა და გარე პერიმეტრი აყვანილია დაცვაზე. იდეალურად გარემონტებულია, სრული ავეჯით და ტექნიკით. ეზოში საცურაო აუზით. მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები