LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უზარმაზარი იახტა, რომელიც პირდაპირ ოკეანეს უერთდება და სტუმრებს არნახულ კომფორტს სთავაზობს

790
shipnews2021

მილიონერთა სათამაშოების სიას კიდევ ერთი პროექტი, სახელად Indah დაემატა. მდიდრული იახტა. რომელიც თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით 100 მეტრზე მეტი სიგრძისაა.

უფრო ზუსტად კი იახტის სიგრძე 120 მეტრია, რაც მას ყველაზე დიდი 30 სუპერიახტის სიაში აერთიანებს. ამასთან იახტას ერთი განსაკუთრებული დეტალი აქვს, „სანაპირო კლუბი“ რომელიც ისე იშლება რომ პირდაპირ ოკეანეს უერთდება.

იახტის შემქმნელი ფლორიდული კომპანია აზუსტებს, რომ მათ საცუარო პლატფორმა თითქმის ორჯერ გაზარდეს რათა სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.

იახტაზეა სპორტული დარბაზი და საუნა, რომელიც მთლიანად მინისაა და შიგნით მყოფ ადამიანებს ულამაზესი ოკეანის ხედი ეშლებათ.

იახტას ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სრულყოფილ სასტუმროს ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც აქვს, რომელსაც ვერტმფრენის ფარეხიც მოყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები