LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „გახდი ზღაპრის გმირი“ – თუ ამ ზაფხულს განსხვავებული ემოციების შექმნა გსურთ, რაჭაში მდებარე „გარემო“ გელით

169
285771646_534311878174288_5288759152240632312_n

„თუ გინდა აღმოჩნდე ზღაპარში“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეორგოლს რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტი „გარემო“, რომელიც დამსვენებლებს მათთან სტუმრობისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული ვიდეორგოლი გივიკო დიდიას ეკუთვნის, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ასევე ურჩევს, რომ გაჰყვნენ მას ზღაპარში, ანუ  „გარემოში“.

„მე შენთვის სასურველი გარემო ვარ და რაჭაში ვცხოვრობ“, –  ეს არის სლოგანი ჰოსტელის, რომელიც 2017 წელს ტყუპმა დებმა – თამარ და მირანდუხტ დავითულიანებმა რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში ააშენეს. ჰოსტელი გამორჩეულია სიფერადით და უბრალოებით. „გარემოს“ სივრცე ასაკოვან სტუმრებს ბავშვობაში აბრუნებს, ხოლო ბავშვებს ზღაპრულ გარემოს უქმნის.

„თუ ოდესმე გიფიქრია ისეთი ადგილის ნახვაზე, სადაც ბედნიერება გაზაფხულის პირველ ენძელასთან ერთად იღვიძებს და ზაფხულის მწვანე მინდვრებში, თეთრ სიგრილედ არსებულ თავისუფლებად გადაიქცევა; სადაც შემოდგომაზე გაცილებით მეტი ფერია, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ცისარტყელაში და სადაც ზამთარში, ციდან ჩამოცვენილ თოვლის ფიფქებსაც კი ერთმანეთი უყვართ, მაშინ იცოდე რომ ასეთ გარემოს ნამდვილად შეგიქმნით, რაღაცნაირად რაჭულ გარემოს.

ხო, მე გარემო ვარ და რაჭაში დავიბადე. იქ, სადაც ჩიტები დილაობით ჟღრტულს ისე იწყებენ, როგორც დენვერის თავზე და სადაც „ვარსკვლავები რომაული სანთლებივით დიდია და მარტოხელა, როგორც დრაჰმის უფლისწული“. ხოდა, თუ გინდა რაჭული ამბები, შენი ამბებიც გახდეს, იყავი გარემოს ნაწილი. აღმოაჩინე შენი იოკნაპატოფა”, – აცხადებენ „გარემოს“ დამფუძნებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები