LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნახეთ, უზარმაზარი ბორბლებიანი სახლი, მდიდრული ინტერიერით და საიდუმლო ოთახით

111
wheelhouse

ონლაინ მაღაზიამ Motorcoach Store გასაყიდად უზარმაზარი ბორბლებიანი სახლი Prevost Featherlite H3 45 გამოიტანა. მოდელი 2007 წლის ტურისტული ავტობუსის ბაზაზეა აწყობილი. მისი გარბენი 154 ათასი კილომეტრია და გამყიდველი 500 ათას დოლარს ითხოვს.

გარეგნულად გიგანტური სახლი ჩვეულებრივი ტურისტული ავტობუსისგან არ განსხვავდება. თუმცა შიგნით მოხვედრის შემდეგ სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებით. ავტოკემპერის მდიდრული ინტერიერი ნატურალური ხითა და ტყავითაა გაფორმებული, იატაკი მარმარილოსია, კედლების გასაფორმებლად კი მინაა გამოყენებული.

ბორბლებიანი სახლი ორ კომფორტულ საძინებელს, სასადილოს, სამზარეულოს, ორ აბაზანას, საშხაპეს და სარეცხ მანქანას მოიცავს. დგომის დროს სახლის კედლები იწევა, რაც შიდა სივრცეს კიდევ უფრო ზრდის.

გარდა მდიდრული ინტერიერისა, სახლის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი არის საიდუმლო ოთახი, რომელიც საბარგულთან მდებარეობს. ოთახში მოხვედრა გარედან ან სალონიდანაა შესაძლებელი. საიდუმლო ოთახში განათება შეიყვანეს, კონდიცირების სისტემა დააყენეს და ორი ტელევიზორიც დადგეს.

მდიდრული ავტოკემპერი მოძრაობაში დიზელის 515 ძალის მქონე ძრავს მოყავს. მისი გარბენი 154 ათასი კილომეტრია, ფასი კი 500 ათასი დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები