LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო+ ვიდეო: ნანუკა გოგიჩაიშვილის და ნიკა ნაყოფიას ქორწილიდან

892
page

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ბიზნესმენმა ნიკოლოზ ნაყოფიამ ჯვარი დაიწერეს. მათ ჯვრისწერას კახეთში, ალავერდის მონასტერში სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის იყო ნანუკას დედა, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, რომელიც მწვანე კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და შვილს გამუდმებით უსწორებდა ლამაზ საპატარძლო კაბას.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟის, ნიკას სიყვარულის ამბავი უკვე დიდი ხანია, დაიწყო. წყვილი ერთად ცხოვრობს, მაგრამ აქამდე ჯვარი არ დაუწერიათ და არც ქორწილი ჰქონიათ. გარკვეული პერიოდის წინ მათ ოფიციალურად დაქორწინებისგან თავი იმიტომ შეიკავეს, რომ ნანუკას მამა, ცნობილი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ახლახან დამატებით ვიდეოები და ფოტოები გავრცელდ წყვილის ქორწილიდან.





გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები