LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნათია დუმბაძის კონცერტი ბათუმში: „ბოლოს ცუდად გავხდი…“

424
#FORTUNANEWS

ახლახან ბათუმში, კლუბში UP2U ნათია დუმბაძის კონცერტი გაიმართა. მან ბენდ „გრუვერსთან“ ერთად საკუთარ მსმენელს არაჩვეულებრივი საღამო აჩუქა.
ღონისძიების დასაწყისში შეკრებილ მაყურებელს ნათიას ახალი კლიპი ამიკო ჩოხარაძემ წარუდგინა. სიმღერის სახელწოდებაა „შენთან ერთად“ და მასზე ვიდეროგოლი რეჟისორმა გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო. ახალი კომპოზიციის მელოდიაც და ტექსტიც მასტერს ეკუთვნის, რომელიც ნათიას კონცერტის მეორე ნაწილში შეუერთდა და მასთან ერთად ორი დუეტი და ასევე ახალი სიმღერაც შეასრულა.
ნათიას კონცერტზე იმდენი მსმენელი მივიდა, რომ მომღერალი კონცერტის ბოლოს მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს ვერ გაუმკლავდა და ცუდად გახდა, თუმცა ახლა ამ არასასიამოვნო ეპიზოდს ღიმილით იხსენებს.

ნათია დუმბაძე:

ბათუმში კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. არ ველოდი იმას, რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა. ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საღამოს ძალიან კარგად ჩაევლო, დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამიკო ჩოხარაძეს, რომელიც კლიპის პრეზენტაციას უძღვებოდა.

მაყურებელი ძალიან გაერთო, პროგრამაც ისეთი მქონდა შერჩეული, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები. ბოლოს მასტერმა დააგვირგვინა. ახალი სიმღერაც მასთან ერთად ვიმღერე. დამსწრეებს არ უნდოდათ, რომ კონცერტი დასრულებულიყო. ჩემმა ბიჭებმაც ძალიან მაგრად დაუკრეს.

 

 

ალბათ, შენც არ გინდოდა კონცერტის დასრულება…

კი, სცენაზე მინდოდა ისევ და კიდევ მინდა ასეთი კონცერტი ძალიან.

ხომ არ აპირებ?

ვნახოთ. მგონი, გავიმეორებ.

სხვათა შორის, კონცერტის მერე ცუდად გავხდი. ემოციურად ძალიან განვიცადე. ყველა ჩემმი მეგობარი მეუბნებოდა, იმხელა ემოცია მოდიოდა შენგან, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი, არ გვეგონაო. ბოლოს ვალიდოლი დამალევინეს. ძალიან ემოციური ვარ და გული მქონდა აჩქარებული…

ამის შემდეგ კონცერტებზე წამლებით შეიარაღებული ივლი…

(იცინის) მეცოდინება, რომ მინიმუმ ვალიდოლი უნდა მედოს, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე.

კონცერტის შემდეგ „ინსტაგრამსა“ თუ „ფეისბუქზე“ უამრავი თბილი წერილი დამხვდა, მწერდნენ, მადლობა ასეთი საღამოსთვის, დიდი ხანია, ასეთ კონცერტზე არ ვყოფილვართო. იმდენი „თაგი“ მქონდა, ვერ მოვასწარი „სთორების“ გადატანა. მე ჯერ ასეთი კონცერტი არასდროს მქონია.

 

 

ნათია, ეს ალბათ, იმის შედეგია, რომ ბოლო დროს ძალიან აქტიურობ და ბევრი ახალი სიმღერაც შესთავაზე მსმენელს….

რა თქმა უნდა, არ გავჩერდები, შრომა იძლევა შედეგს. მონდომებული ვარ, რომ კიდევ უფრო ახალი ბევრი სიმღერა ჩავწერო. პროგრამა ისე გავაკეთო, რომ სულ ჩემი სიმღერები შევასრულო ხოლმე.

მხოლოდ მასტერთან იმუშავებ? თქვენი ტანდემი ძალიან წარმატებული გამოდგა…

დიახ, მაგრამ მხოლოდ მასტერთან არა, სხვა კომპოზიტორებთანაც ვიმუშავებ.

ახლა ერთი დუეტი მაქვს კიდევ. სიმღერა უკვე მოვისმინე და ზუსტად ვიცი, რომ მსმენელი ძალიან შეიყვარებს. ცნობილ ჯგუფთან ერთად ვაკეთებ ამ დუეტს, მაგრამ ვისთან, ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. აგვისტოში ჩავწერთ სიმღერას, თვის ბოლოს გავა რადიოებში და სექტემბერში გადავიღებთ კლიპს, თუ ყველაფერი მშვიდობიანად იქნება და კორონამ არ გადაგვიარა (იღიმის).

 

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები