LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნუცა ბუზალაძის Glitter Party ბათუმში

720
117470176-203680997768338-2413108054846837129-n

ბათუმში, რესტორან „სანრემოში“ მომღერალ ნუცა ბუზალაძის სოლოკონცერტი გაიმართა. საღამოს Glitter Party ერქვა და ნუცას კაბიდან დაწყებული, ყველაფერი ბრწყინავდა.
ნუცა ბუზალაძეს მუსიკალურ აკომპანემენტს გოგონების ბენდი „სკარლეტი“ უწევდა. საღამოზე შესრულდა როგორც მსოფლიო ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები ნუცას ალბომიდან.

ნუცამ ღონისძიების შემდეგ დაწერა:

„საოცარი საღამო იყო. ახლაც ემოციებში ვარ. დიდი მადლობა ყველას. რომ არა რატი აბზიანიძე და „სანრემოს“ შემოქმედებითი ჯგუფი, ეს კონცერტი ასეთი არ გამოვიდოდა. დიდი მადლობა ჩემს ბენდს, მაგრები ხართ, გოგონებო“.

აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტის შემდეგ ნუცა ბათუმში დარჩება და კლიპს გადაიღებს სიმღერაზე „თეთღი ღამე“, რომელიც ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები