LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ქეთა თოფურია ლევ დენგოვთან ერთად შესანიშნავ დროს ატარებს

1411
tofurianewman

ქეთა თოფურიას ცხოვრებაში ახალი მამაკაცია. სიმპათიური ბიზნესმენი ლევ დენგოვი და “ა სტუდიოს” სოლისტი საკმაო ხანია, ერთად არიან. ქეთა უკვე აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც რჩეულთან ერთად აქვს გადაღებული. ახლახან მან დაბადების დღე ლევს სპეციალური ვიდეოთი მიულოცა.

ქეთას “ინსტაგრამზე” ასევე შეხვდებით ვიდეოს, სადაც მას თეთრი საცურაო კოსტიუმი აქვს მორგებული და ძაღლს ეთამაშება.

ქეთა და ლევ დენგოვი დროს მოტოციკლით სეირნობითაც ატარებენ და მომღერლის სოცქსელის ანგარიშზე მოიპოვება ამისი ამსახველი ვიდეოც, სადაც ქეთა ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ჩანს.

მომღერალი საკუთარ “ინსტაგრამზე” ასევე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც სრულიად მარტოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები