LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: ბათუმის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70% უკვე შესრულდა

85
122727082-3290017244429046-4777185634687021524-o

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70% შესრულებულია.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, კარკასული და გადახურვის სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების და ოფისებისთვის შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაები.

✅გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა;

✅დასრულებულია ახალი საბარგო ლენტებისა და ✅უსაფრთხოების ახალი სკანერების მონტაჟი;

✅ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მათ შორის მიწისქვედა კომუნიკაციების 70% შესრულებულია.

“ტავ ჯორჯიას” ცნობითვე, მექანიკური და სახანძრო სისტემების 80% შესრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახანძრო ჰიდრანტების და სახანძრო ავტომატური საშხეფი სისტემების მონტაჟი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები