LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა

610
pjimage (1)

საფეხბურთო კლუბის “საბურთალოს” ხელმძღვანელებმა იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიანიჭეს.

ფოტოებს კლუბი ფეისბუქგვერდზე ავრცელებს და წერს: “გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.”

სტადიონის გახსნის ცერემონიას, გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა და მეგობრები ესწრებოდნენ. გახსნიდან მალევე სტადიონზე ბავშვებმა ფეხბურთის თამაში დაიწყეს.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 4 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს ახლაგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.