LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები, რომლის 20%-იც ოკუპირებულია

290
67385800-351140462219739-3889972508715122688-o

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.

აქციას, პირველივე დღიდან პატარა ფოტოგრაფი ლუკა ბაიდოშვილი იღებს. ლუკას, აქციაზე გადაღებული თითოეული დღის ამსახველი ფოტოალბომიც აქვს

რეალურ ემოციებს ვიჭერ - პატარა ფოტოგრაფის თვალით დანახული აქციის 7 დღე (ფოტოები)

ის ყველაზე პატარა ფოტოგრაფია, რომელიც უკვე მერვე დღეა აშუქებს პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას.

დღეს კი მან დამთვალიერებელს განსხვავებული ფოტოები შესთავაზა. აქციის 35-ე დღეს გადაღებული ფოტოების 20 პროცენტი შავ-თეთრ ფერშია და მავთულხლართითაა გამოყოფილი ფოტოს ფერადი ნაწილისგან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტოების 20% ოკუპირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები