LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოგრაფებმა ნიუ-იორკში საიდუმლოდ ჩასული მეგან მარკლი გამოიჭირეს (ფოტო)

megan

ორსული მეგან მარკლი საიდუმლო ვიზიტით ნიუ-იორკში ჩავიდა. პაპარაცებმა სასექსის ჰერცოგინია სოხოს რაიონში ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს, სადაც მან მეგობართან ერთად ისადილა. მალევე მეგანი საბავშვო მაღაზიათა ქსელს „ბონპოინტს“ ესტუმრა. უცნობია, ინახულებს თუ არა მარკლი მამას, ტომას მარკლის, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს.

პაპარაცებმა შავ პალტოში გამოწყობილი მეგანი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის დაცვის წევრის თანხლებით გადაადგილდებოდა.

ამ კვირის ბოლოს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოფიციალური ვიზიტით მაროკოში გაემგზავრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები