LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში 30 წლის მამაკაცს ეძებენ

153
unnamed

ფოთში მამაკაცს ეძებენ. ის სახლიდან ერთი კვირის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, 30 წლის კაცმა ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან დატოვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები, სპეც ტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები