LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ნახევარი მილიონი მიითვისეს: საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიის მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

159
77259991-1458939690913784-3073883041202962432-n-e1573457643303

პროკურორის შუამდგომლობის გათვალისწინებით, მოსამართლემ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და ასევე მასთან ერთად დაკავებულ ფოთის მერიის მაღალჩინოსნებს – ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შედგა. გამოძიებამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ 7 პირი გამოავლინა, რომლებიც ასევე პასუხისგებაში არიან მიცემული. მათ წინააღმდეგ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება არ ჩათვალა საჭიროდ და მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდების განცხადებით, ყველა აღნიშნული პირი ჩართული იყო კორუფციულ გარიგებებსა და დოკუმენტების გაყალბებაში. გამოძიების მიხედვით, მათ თაღლითური გზით მოახერხეს ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხის მითვისება.

ჯამში პროკურატურა 528 821 ლარის გაფლაგვაზე საუბრობს, საიდანაც მათივე მტკიცებით, კაკულიამ 170 ათასი ლარი მიითვისა. საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს. ირაკლი კაკულიას უფლებადამცველი განმარტავს, რომ კაკულიას დაკავება ემსახურება “ქართულ ოცნებაში” კონკრეტული პირის, ან ცალკეული ჯგუფის ინტერესებს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად რამდენიმე მაღალჩინოსანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა.

საქმის წინასასამართლო განხილვა 26 დეკემბერს  ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები