LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგ ბიჭს შეუყვარდა ქართველი გოგო და … ბაზარზე ღვინო სასიყვარულო ეტიკეტებით გამოჩნდა (ფოტოები)

941
66337243-2237247292979205-6341318212369514496-n

სიყვარული, როგორც ბიზნესიდეის ინსპირაცია – ბაზარზე ქართული ღვინო უნიკალური სასიყვარულო ეტიკეტებით გამოჩნდა. პროექტის ავტორები კომპანია Wine Ness-ის დამფუძნებლები არიან.

როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ Wine Ness-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით მიგინეიშვილმა გვიამბო, მისი და მისი მეგობრის ბიზნესს საფუძვლად სასიყვარულო ისტორია უდევს.

„ყველაფერი საქართველოში ჩვენი ფრანგი მეგობრის ვიზიტიდან დაიწყო. ძალიან მოეწონა ჩვენი ქვეყანა და თან აქ ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო შეუყვარდა. მან მხოლოდ ფრანგული და ინგლისური იცოდა, ამიტომ ვერ მოიფიქრა, როგორ ეთქვა და გამოეხატა ყველაფერი, რასაც გრძნობდა. ამიტომ, ერთად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ღვინის სტიკერი და მასზე ფრანგულად დაგვეწერა Je t’aime (მიყვარხარ), ქვევით კი მიგვეწერა – „ოღონდ მეგობრულად არა“. ამ იდეის განხორციელების შემდეგ მივხვდით, რომ მსგავსი ბიზნესის გაკეთება წარმატებული იქნებოდა და ბევრ ადამიანს დავეხმარებოდით საკუთარი განცდებისა და ემოციების გამოხატვაში“, – ამბობს დავით მიგინეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Wine Ness ბაზარზე 5 თვეა გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასიყვარულო ეტიკეტებით ღვინის შეძენა მომხმარებელს შეუძლია როგორც ონლაინ, ისე თბილისში კაფე-რესტორან „ზილიკოში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები