LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული გამოწვევები – პანდემია, ტერორიზმი და გაზით დაშლილი მიგრანტები: რა გზებს მიმართავს მაკრონი

85
sc

ბოლო რამდენიმე თვეა საფრანგეთი ერთდროულად ებრძვის პანდემიას და ტერორისტულ თავდასხმებს.

ქვეყნის დედაქალაქი ამჯერად მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში გასულ ღამეს მოექცა.

პარიზის ცენტრში განთავსებულ მიგრანტთა ბანაკებში მყოფი ლტოლვილების დასაშლელად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ასობით მიგრანტმა, რომელთა უმეტესობაც ავღანელია, პროტესტის ნიშნად პარიზის ცენტრში კარვები მას შემდეგ დაამონტაჟა, რაც ისინი საერთო თავშესაფრიდან გამოასახლეს.

გუშინ რესპუბლიკის მთავრ მოედანზე დახლოებით 500 კარვის გაშლაში მონაწილეობდა მოხალისეების ჯგუფიც.

საპროტესტო აქციის მონაწილე მოხალისეები და მიგრანტები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ამისთვის ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანია და მხოლოდ ის სურთ, თავშესაფარი ჰქონდეთ.

 

 

პარალელურად, დღესვე ხდება ცნობილი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საღამოს ტელევიზიით მიმართავს მოსახლეობას და პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შესახებ იმსჯელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ლოკდაუნმა ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ტემპი შეანელა და შესაძლებელია შეზღუდვების შემსუქებაც, თუმცა აუცილებელია ეს მოხდეს ეტაპობრივად, რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიის ხელახალი აფეთქება.

საფრანგეთში პანდემიის შეკავების მიზნით შეზღუდვები 30 ოქტომბერს გამკაცრდა.

ახლა კი მისი შემსუბუქება სამ ეტაპად მოხდება: პირველი ეტაპი 1 დეკემბერს, მეორე წლის ბოლოს, მესამე ფაზა კი 2021 წლის იანვრიდან იგეგმება, რაც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, შეზღუდვებით, თუმცა მაინც გააგრძელოს ფუნქციონირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები