LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული ინვესტიციები და მეტი ფრანგი ტურისტი საქართველოში – სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვედრებს იწყებს

113
salome parizshi

შეხვედრები ფრანგულ ბიზნესკომპანიებთან და საუბრები საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე  – ქვეყნის პირველი პირი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, 28 აგვისტოს ბიზნეს-ლიდერების ფორუმს გახსნის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას  მსხვილი ფრანგული კომპანიების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის იქნებიან მეწარმეები, რომლებიც ქართულ მხარესთან უკვე თანამშრომლობენ.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი კომპანიების წარმომადგენლების გარდა, საფრანგეთის მთავრობის წევრებსაც შეხვდება.

გარდა ამისა, პარიზში დაგეგმილ ღონისძიებებში სოციალური კამპანია Spend your summer in Georgia – ს ერთ-ერთი ავტორი ქეთა გოლეთიანიც ჩაერთვება და საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ფრანგ მეწარმეებს ინფორმაციას მიაწვდის.

პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ახალგაზრდებს შეხვდება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ქართველმა სტუდენტებმა საკუთარ უნივერსიტეტებში ერთგვარი საინფორმაციო ბაზა შექმნან, რაც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალის გაცნობაში დაეხმარება. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები