LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული მედია იმ მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს, ვინც სავარაუდოდ, ლიონში აფეთქება მოაწყო

61
lioni

საფრანგეთში, ქალაქ ლიონში აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტოვრცელდება. ტელეკომპანია „ბიეფემის“ ეთერში ნაჩვენებ ფოტოზე, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული ჩანაწერიდან ამოიღეს, ჩანს მამაკაცი ველოსიპედით. ფოტოზე სახე თითქმის არ ჩანს, რადგან შავი სათვალე უკეთია და ქუდი ახურავს. არსებული მონაცემებით, იძებნება 30-35 წლის მამაკაცი.

შეგახსენებთ, აფეთქება ლიონის ცენტრში, ვიქტორ ჰიუგოს საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ პაკეტში იყო მოთავსებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს თავდასხმა უწოდა.

ლიონის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ. აფეთქების ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები