ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს. ფრაქციის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქციის დღევანდელ სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად, იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

მსგავსი თემები